01.Feb.2016 15:23
Business

"ანაკლიელი მცირე მეთევზეები ხელსაყრელ სამუშაო პირობებს ითხოვენ" (ვიდეო)

"ანაკლიელი მცირე მეთევზეები ხელსაყრელ სამუშაო პირობებს ითხოვენ" (ვიდეო)
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანაკლიელ მცირე მეთევზეთა პრობლემებზე კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მეთევზეებს საქმიანობისათვის შემდეგი სახის არახელსაყრელი პირობები აქვთ:

- ანაკლიელ მეთევზეთა ძირითად პრობლემას თევზჭერის ლიცენზიის უქონლობა წარმოადგენს. მეთევზეების ინფორმაციით, აღნიშნული ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია სარეწაო/თევზსაჭერი გემის ქონა, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა და სხვა მნიშნელოვანი კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რისი შესაძლებლობაც მათ არ აქვთ. ანაკლიელი მეთევზეები მხოლოდ საშულო ან მცირე ზომის ძრავიან ნავებსა და მარტივ თევზსაჭერ ბადეებს ფლობენ;

- ლიცენზიის უქონლობის პირობებში თევზჭერა მხოლოდ ნაპირიდან სამასი მეტრის მანძილზე არის ნებადართული;

- ხშირია ანაკლიელი მეთევზეების დაჯარიმების შემთხვევები მათთვის აკრძალულ (მხოლოდ ლიცენზიანტი კომპანიებისათვის ნებადართულ) ადგილებში თევზაობისა და ნაოსნობისათვის;

- მნიშვნელოვანია მეთევზეებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული კომუნიკაციის პრობლემაც.
 
"მეთევზეთა უმრავლესობისათვის თევზჭერა და თევზის რეალიზაცია შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ანაკლიელი მეთევზეები მოითხოვენ, რომ მათ გაუმარტივდეთ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი პირობები ან მიეცეთ მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას (გარდა დაცული ტერიტორიებისა) ლიცენზიის გარეშე თევზჭერის ნებართვა.

შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიები 2016 წლის აპრილამდე მოქმედების ვადით არის გაცემული. შესაბამისად, თევზჭერის ლიცენზიაზე ახალი აუქციონი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს.

"საერთაშოროსიო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წელს თევზჭერის ლიცენზიაზე მორიგი აუქციონის გამოცხადებისას იმგვარად განსაზღვროს პირობები, რომ ლიცენზია ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ მსხვილ კომპანიების, არამედ მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მეთევზეებისთვისაც.

მიგვაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია:

- ლიცენზიის მიღება შესაძლებელი იყოს გამარტივებული პროცედურითა და მცირე საფასურის გადახდის პირობებშიც;
- მეთევზეებს წინასწარ მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია თევზჭერის ლიცენზიის მოპოვების წესებისა და პირობების შესახებ;
- მცირე მეთევზეებისთვის განისაზღვროს და დაწესდეს გარკვეული ზედა რაოდენობრივი ზღვარი, რომლის ფარგლებში მათთვის თევზჭერა ლიცენზიის გარეშე იქნება შესაძლებელი;
- საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიელ და სხვა მცირე მეთევზეთა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, შეისწავლოს თევზჭერის სფეროში არსებული პრაქტიკა და შესაბამის ორგანოებს წარუდგინოს რეკომენდაცები/წინადადებები არსებული პრაქტიკის სრულყოფისათვის;
- თევზჭერის, როგორც მეთევზეთა უმრავლესობისათვის ძირითადი შემოსავლის საქმიანობის მაქსიმალური ხელშეწყობა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თევზჭერის სფეროს შემდგომი განვითარება.

მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც მაქიმალურად გაითვალიწინებს როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე მეთევზეების ინტერესებს", - განმარტავენ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოში".




08.Apr.2019 17:15
112

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
268

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
487

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
436

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
193

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
276

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More