Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ანტიდემპინგური ღონისძიებების განხორციელება სათანადო თანამშრომლების მოძიებას მოითხოვს"

5671601971b97
BM.GE
16.12.15 16:57
1324
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ბარაბაძის განცხადებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანო კონკურენციის სააგენტო იქნება. როგორც ბარაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანტიდემპინგური კანონპროექტის განხორციელებისთვის სააგენტოს სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლების მოძიება მოუწევს.

"პარლამენტში მიმდინარეობს ამ კანონპროექტის განხილვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმოდგენილი ვერსია ასე დარჩება. შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. კანონპროექტი მიხედვით ეს ფუნქცია როგორც აღმასრულებელმა ორგანომ, კონკურენციის სააგენტომ უნდა განახორციელოს. ეს არის ახალი თემა, რომელიც გარკვეულწილად მოითხოვს სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლების მოძიებას" - აცხდებს ბარაბაძე.

შეგახსენებთ, რომ "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, დემპინგის შეწავლას კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.