Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"აქტიურად ვიხილავთ საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას"

56988a4fbd658
BM.GE
15.01.16 09:52
1332
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს. მისი განმარტებით, ამ საკითხზე კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობასთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან მიმდინარეობს.
 
„მთავრობამ დაიწყო მუშაობა საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით. ჩვენ აქტიურად ვიხილავთ საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრებას. კერძოდ, საქმე ეხება მოგების გადასხადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში. მოგება რომელიც შეიქმნება კომპანიაში, ეკონომიკაში დაიბეგრება მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. თუ მოხდება მოგების რეინვესტირება კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მოზიდვას, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პარტინორობის შენარჩუნება. უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, რომ მზა კანონპროექტი განვიხილოთ“, - განაცხადა პრემიერმა.