Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ მესაკუთრეს მფლობელობაში არსებული მიწა ჩამოერთვას"

56c334426b0a0
BM.GE
16.02.16 18:36
968
"თუ არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ მიწა ამა თუ იმ მფლობელს საკუთრებაში გაუფორმდეს, ყველა ასეთ შესაძლებლობას ძალიან დიდი ყურადღებით მოვეკიდებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განუცხადა. პრემიერი ფიქრობს, რომ ეს საკითხი დანიშნულების ადგილამდე არასწორად იყო მიტანილი და საჭიროა მეტი კომუნიკაცია.
 
"ჩვენ არავის უფლებებს არ დავარღვევთ, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ისე, რომ მესაკუთრეს კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწა ჩამოერთვას“, - განაცხადა პრემიერმა.