Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს

56c6b12c708c5
დავით ჯალაღონია
19.02.16 10:06
1025
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მცირე მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სასტუმროების ნაწილში დაფინასება უცხოურ ვალუტაშიც იქნება. საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული. 
 
"დღეს პროგრამა "აწარმოე საქართველოში" პროექტში შესწორებები შემოგვაქვს. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ - ეს იქნება 150 000 ლარი და 75 000 დოლარის ექვივალენტი. ასევე თითონ სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან საბანკო სექტორმა პრინციპში გამოთქვა ეს მოსაზრებები, რომ იმისთვის, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა საჭირო იქნება უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან აქ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.