აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის შვილობილ კომპანიას საქართველოში, IBA Georgia-ს ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. კერძოდ, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, ულვი მანსუროვი IBA Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო მის მოადგილედ აზერბაიჯანული ბანკის გენერალური დირექტორი, ჰიდაიათ სულთანოვი. ასევე, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, იასინ ჯაილილოვი IBA Georgia-ში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.
აქამდე IBA-Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს ემილ მუსტაფაევი ხელმძღვანელობდა. აზერბაიჯანული ბანკის შვილობილი IBA-Georgia ბანკი, რომელიც ემსახურება როგორც ქართველ, ისე აზერბაიჯანელ კლიენტებს, საქართველოში 2006 წლიდან არის წარმოდგენილი.