Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბაია გადაბაძე "მაესტროს" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა"

56b329d5967eb
BM.GE
04.02.16 14:35
1169
„ბაია გადაბაძე "მაესტროს" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა“, - აღნიშნულის შესახებ, ჟურნალისტებს მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, სხდომაზე მათი არცერთი არგუმენტი გათვალისწინებული არ იქნა.

„არ გაითვალისწინეს არც ის რომ ვთხოვდით საკითხის გადადებას და არც ის, რომ გვჭირდებოდა დრო. პრაქტიკულად დასაბუთების გარეშე, 55%-ით მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვთვლით რომ კრება არ უნდა ჩატარებულიყო, არ არსებობდა არც ქვორუმი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ტელეკომპანია "მაესტროს“ პარტნიორთა კრება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.