Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთი ექსპლუატაციისთვის სრულ მზადყოფნაშია"

5698d86745970
BM.GE
15.01.16 15:29
1146
"ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთი ექსპლუატაციისთვის სრულ მზადყოფნაშია", - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. სააგენტო ტრენდთან მიცემულ ინტერვიუში რკინიგზის დირექტორი აცხადებს, რომ სამუშაოები ამ დროისთვის მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა დასასრულებელი. მისივე განცხადებით, ახალი პროექტების ხარჯზე, საქართველოს პოტენციალის გამოყენებით, გადაზიდვები რამდენიმე მილიონი ტონით გაიზრდება. "გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ტვირთნაკადმა შესაძლოა 10 მილიონ ტონას მიაღწიოს", - აცხადებს ბახტაძე.