Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბახმაროს ზამთრის ტურისტული პოტენციალით გერმანელი ინვესტორები არიან დაინტერესებული"

56d7e7b70d41e
BM.GE
03.03.16 11:24
1403
ბახმაროს ზამთრის კურორტად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს,- აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ განუცხადა. როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, კურორტზე ზამთრის ექსტრემალური სპორტის განვითარებით დაინტერესებულები არიან გერმანელი ინვესტორები, რომლებიც რეგიონს რამოდენიმე ხნის წინ ეწვიენ. როგორც სალუქვაძე განმარტავს, ინვესტორები შემდგომი შესწავლის მიზნით ბახმაროს მომავალშიც ეწვევიან.
 
"მაშინ, როდესაც არც ბაკურიანში და არც გუდაურში თოვლი არაა, ბახმაროში სტაბილურად, ოქტომრიდან აპრილის ჩათვლით, 8 თვის განმავლობაშია თოვლი", - აცხადებს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ბახმაროს ტურისრული განვითარების მიზნით, სამუშაო ჯფუფი იქმნება. პროექტით გუბერნატორის განცხადებით, გათვალისწინებულია როგორც რეგიონის წყალმომარაგების მოწესრიგება, ასევე გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების საკითხის მოგვარება და საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა.

"ჩვენ პატარა რეგიონი ვართ მაგრამ საკმაოდ მომხიბლავი ბუნება გვაქვს, გურია თავისი პოტენციალის შესაბამისად უნდა განვითარდეს. ზაფხულის პერიოდში ბახმარო ისედაც ძალიან დატვირთულია და სეზონზე რამოდენიმე ათასი ადამიანი ჩამოდის. არსებული ინფრასტრუქტურის გამართვა კი მოგვცემს საშუალებას, რომ ის ზამთრის კურორტადაც გადაიქცეს.

2007 წელს ავსტრიალების მიერ დამუშავებული და შესწავლილია ყველა მთა. ასევე ტემეპრატურა და კლიმატი. ექსტრემალური სპორტისთვის მართლა უნიკალური ადგილია და მისი ზამთრის კურორტად ქცევის საკმაოდ დიდი პოტენციალია", - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, მას რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ჰქონდა, მსოფლიო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელ, მერსი ტემბონთან. სალუქვაძის ინფორმაციით, საუბარი გურიის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს შეეხებოდა.

"ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გურიაში სტუმრობის სურვილი გამოთქვა და შევთანხმდით ურთიერთთანმაშრომლობაზეც. ის მზად არის თავის გუნდთან და შესაბამის უწყებებთან ერთად, დაიწყოს მოლაპარაკება რეგიონული განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის", - განაცხადა სალუქვაძემ.