Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის”

BM.GE
20.10.22 11:17
150
დღეს სასტუმროში - „პულმან თბილისი აქსის თაუერსი“, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართება. 

ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და შვედეთის სამეფოს ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი გახსნიან. ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო საქართველოში მოქმედ კომპანიებს უკვე მეხუთედ გადაეცემათ. უკვე მესამედ იმართება მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება - მედია პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის საქართველოში. მიმდინარე წელს გამართული კონკურსის შედეგად გამარჯვებულები ორ ნომინაციაში გამოვლინდებიან - კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი და ციფრული/ბეჭდური სტატია. 

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო იმართება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის და USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. 

სტუმარი: სალომე ზურაბიშვილი - გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი;