Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

“ლუკა პოლარემ” ბიონაყინის წარმოება დაიწყო

BM.GE
10.11.22 13:42
191
ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის და რუსთავის 23 ფილიალში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას იტალიური ტექნოლოგიით, ნატურალური რძისგან და ხილისგან დამზადებული, მათ შორის ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი თუ დიაბეტური ჯელატოს სთავაზობს უცხო აღარავისთვის არის. Luca Polare-ს დახასიათებისას გემოსთან ერთად მყუდრო გარემო და ის სივრცეებიც აღსანიშნია სადაც ჯელატოებთან ერთად პურ ფუნთუშეული, ცხელი შოკოლადი, ყავა თუ ჩაი გვხვდება. ამ ამბებს რამდენიმე თვის წინ დაფასოებული ჯელატოების გაყიდვა შეემატა, სულ მალე კი კომპანია ამ ამბავს უფრო მასობრივს გახდის და “საქართველოში ჯელატოს პირველი საწარმო აშენდება. დღეიდან კი “ლუკა პოლარეს” ბიონაყინის შეძენასაც შევძლებთ.

სტუმარი: ანი ციცქიშვილი - Luca Polare-ს პრ და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;