Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნესკონტაქტი ეძებს არა სენსაციას, არამედ სიმართლეს და იმედია, ეს ასე დარჩება მომავალშიც"

56b36958b152c
BM.GE
04.02.16 19:07
1264
ტელეკომპანია მაესტროზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
"ტ/კ მაესტროზე მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ გარვეული ცვლილებები შეეხოს გადაცემა "ბიზნესკონტაქტს" და მის საინფორმაციო პოლიტიკას. აღნიშნული გადაცემა, თავის პროფესიონალთა გუნდით, შექმნის დღიდანვე გვერდით უდგას ბიზნესსექტორს და წარმოადგენს თავისუფალ ტრიბუნას ნებისმიერი მეწარმისთვის, განურჩევლად ზომისა და საქმიანობის სფეროსი. "ბიზნესკონტაქტი" ეძებს არა სენსაციას, არამედ სიმართლეს და იმედია, ეს ასე დარჩება მომავალშიც.

"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" იმედს გამოთქვამს, რომ "მაესტროს" მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებები არანაირად არ შეზღუდავს აღნიშნული მედია-საშუალების დამოუკიდებლობას და ის გააგრძელებს დემოკრატიის ხელშეწყობას საქართველოში”, - განმარტავენ გადასახადის გადამხდელთა კავშირში.