Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნესკონტაქტის" და "საქმიანი დილის" შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

56eadb4dd3f8c
BM.GE
17.03.16 20:24
1245
"ბიზნესკონტაქტის" და "საქმიანი დილის" შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესგადაცემების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მაუწყებლობას და იტოვებს უფლებას ნებისმიერი საკითხი ტელეკომპანია "მაესტროსთან" და მასთან ასოცირებულ ყველა კომპანიასთან ურთიერთობაში გადაწყვიტოს დამოუკიდებლად.
 
"1. ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ არ ვგეგმავთ საქმიან ურთიერთობებს შპს "სტუდია მაესტრო"-სთან. მაესტროს დამფუძნებლებისთვის და საზოგადოებისთვის ამის მიზეზები მრავალგზის ახსნილია.

2. საზოგადებამ ასევე იცის, რომ ჩვენი მომავალი საქმიანი ურთიერთობები "მაესტროს" დამფუძნებლების ნაწილთან, ვისთანაც დავიწყეთ ჩვენი ტელეპროექტები, გაგრძელდება მხოლოდ დამოუკიდებელი ხელშეკრულების საფუძველზე. სხვა ტიპის საქმიანი ურთიერთობა არ განიხილება.

3. მაშინ, როცა დამფუძნებლები აგრძელებენ დავას და დიდი ალბათობით, ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი, ნებისმიერი პასუხიხსგებლიანი მენეჯმენტის და პარტნიორების ვალდებულებაა უზრუნველყონ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ღირსეული და შეთანხმებული პირობები და რაც მთავარია - ამ პირობებების დაცვა. თუ, ამის საშუალება, რესურსი და შესაძლებლობები დამფუძნებლებს ან მენეჯმენტს არ გააჩნია, მათ არ უნდა აიღონ ეს პასუხისგებლობა და აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, უნდა მიმართონ ალტერნატიულ ვარიანტებს, ან თუნდაც, სრულად ჩამოსცილდნენ კომპანიის მართვის სადავეებს.

4. ნებისმიერ თანამედროვე კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს საერთოდ არ აინტერესებთ ან არც იციან ვინ არიან მათი კომპანიის დამფუძნებლები. "მაესტროს" თანამშრომლებმა განვლილი გზით და შექმნილი ტელეპროდუქტებით დაიმსახურეს იმუშაონ ასეთ კომპანიაში.

5. "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. აქვე ვაფიქსირებთ, რომ მომავალში ჩვენი გუნდი იტოვებს უფლებას, ნებისმიერი საკითხი ტელეკომპანია "მაესტროსთან" და მასთან ასოცირებულ ყველა კომპანიასთან ურთიერთობაში გადაწყვიტოს დამოუკიდებლად", - ნათქვამია განცხადებაში.