Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს"

56cdae70a40db
BM.GE
24.02.16 17:21
1084
თურქეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისში, ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შესახებ გამართულ პირველი რაუნდის მოლაპარაკებებს ეხმაურება. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ერთი წლის ვადაში, 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს შეთანხმება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების თაობაზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართული მხარე საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით და არის გარკვეული მიღწევებიც.
 
ვიცე-პრემიერმა კომენტარი, ასევე, თბილისში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაციასთან (EFTA) მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის პრაქტიკულად მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი,რისი დასრულების შემდეგაც ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის გატანის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა ეძლევათ.

"ეს იქნება კიდევ 14 მილიონიანი დამატებითი ბაზარი, რომელზეც ქართველ მწარმოებლებს და სერვისის მიმწოდებლებს შეეძლებათ ტარიფების გარეშე თავიანთი პროდუქციის მიწოდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.