Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჩვენი ვალუტა 5-დან 7 პროცენტამდე უფრო მეტად გაუფასურებული იყო, ვიდრე ანალიზი აჩვენებდა"

56ebf4e615f90
BM.GE
18.03.16 16:14
1035
ეკონომიკის მინისტრი ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. დიმიტრი ქუმსიშვილი გამყარებას ერთის მხრივ მოლოდინებს უკავშირებს, მეორეს მხრივ კი კომპანიების მხრიდან ლარში არსებულ დანახარჯებს, რისთვისაც მათ დოლარში დიდი რაოდენობით არსებული დანაზოგების კვლავ ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლა უწევთ. ქუმსიშვილმა ლარის გამყარების მიზეზად რეგიონში არსებული ვალუტების გამყარებაც დაასახელა.
 
"მოლოდინებს ჩვენს რეალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკა მათ შორის მოლოდინებზეა დამყარებული. ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და კომპანიებმა, ის დანაზოგები რაც გააჩნდათ თავიანთ ანგარიშებზე ლარში, წინა წლის აგვისტოდან დაწყებული და ცოტა კიდევ ადრე, დაიწყეს მათი გადაყვანა უცხოურ ვალუტაში, - დოლარში. ჩვენ ვუყურებდით ტრენდს, როდესაც აღნიშნული დანაზოგები უცხოურ ვალუტაში იზრდებოდა. გარდა იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, რომელსაც რეალური გაცვლითი კურსი ჰქვია, ჩვენი ვალუტა იყო 5-დან 7 პროცენტამდე უფრო მეტად გაუფასურებული ვიდრე შედარებითი ანალიზი აჩვენებდა.

აქვე იყო მოლოდინები, რომ ზედმეტად გადაახურდავა ჩვენმა მოქალაქეებმა და კომპანიებმა დოლარში დანაზოგები. შესაბამისად ეხლა ლარში აქვს კერძო სექტორს დანახარჯები და უკან უწევთ გადმოხურდავება ამ დოლარის.

ეფექტურ კურსთან მიმართებაში ჩვენ ვუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს რაც უნდა გვქონდეს. რეგიონში ვალუტები მყარდება და ეს ავტომატურად აისახება", - განაცხადა მინისტრმა.