Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დამწყებ ბიზნესებს კომერციული ბანკების უზრუნველყოფის გარეშე შეეძლებათ სესხის აღება"

56f3b0ea67712
BM.GE
24.03.16 13:17
1305
საქართველოში სტრატაპების დაფინანსების მექანიზმი გაზაფხულზე ამოქმედდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში მთავრობას წარედგინება.
 
"დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად იმუშავა საპარტნიორო ფონდმა და მასთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ. უახლოეს დღეებში მთავრობაზე გატანილი იქნება შესაბამისი დადგენილება, ხოლო შემდგომში გვექნება უკვე ამ პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკვე განსაზღვრულია 30-35 მილიონი ლარის მოცულობის ფონდი, რომელიც გადანაწილებული იქნება თბილისზე და რეგიონებზე.

"დაწყებით ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, კომერციული ბანკებიდან უზრუნველყოფის გარეშე აიღონ სესხები იდეის მდგრადობის გადამოწმების შედეგად. ეს არ არის მხოლოდ სტუდენტებზე, ამ წუთის მდგომარეობით, ეს არის დაწყებით ბიზნესზე, სადაც ახალგაზრდებს პრეფერენციები ექნებათ", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილმაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საბანკო პროცედურების გავლის გარეშე შეეძლებათ თავიანთი იდეების რეალიზება.