Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაციაა საჭირო"

56ddb036dfcf4
BM.GE
07.03.16 20:44
990
ლაშა პაპაშვილი მთავრობას და ეროვნულ ბანკს საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას ურჩევს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" პაპაშვილმა განუცხადა, ლარის გაუფასურება ბიზნესზე ნაკლებად იმოქმედებს, თუ ქვეყნის კურსის შესახებ გრძელვადიანი პროგნოზი იქნება გაკეთებული.
 
"ლარის კურსის რყევები ბიზნესს ხელს უშლის. თუ სტაბილურად და გრძელვადიანად ვიცით ქვეყანა საით მიდის, რას აპირებს, მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრულია, მცირე ან ზოგჯერ მეტი, ინფლაციაც ბიზნესს არ ანგრევს. დევალვაციასაც კი უძლებ, როდესაც წინასწარ იცი რა პროცესებია მოსალოდნელი.

დღევანდელი გადმოსახედიდან არაფერი მაკრო-ეკონომიკური ფაქტორი თუ მაჩვენებელი არ არის, რომ დევალვაცია უნდა გაგრძელდეს. ამისი არანაირი წინაპირობა არ არის. ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაციაა საჭირო.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი თითქმის ყოველ კვირა გამოდის. ასე ხდება ამერიკაში და მის გამოსვლას მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლები ხელის ცახცახით ელოდებიან. ამით ახალგაზრდა ბიზნესებსაც ეხმარები. მე ამას ყოველდღიურად ვუყურებ და ვაკონტროლებ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ეს კომუნიკაცია პერმანენტულად მიმდინარეობდეს. კარგი იქნება თუ ფინანსთა მინისტრი თუ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი განცხადებებს გააკეთებენ, თუ რა მდგომარეობაა ქვეყნის ეკონომიკაში", - განაცხადა პაპაშვილმა.