Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ენერგეტიკის სამინისტრო ვერ განსაზღვრავს დევნილებთან მიმართებაში სუბსიდირების პოლიტიკას"

57064d793822f
BM.GE
07.04.16 16:03
920
"სახელმწიფო პოლიტიკა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არის გარკვეული და ყველას აქვს ერთნაირი პირობა, უბრალოდ მიდგომა იყო განსხვავებული", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. ვალიშვილის თქმით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, დავალიანების ჩამოწერა არაერთხელ მომხდარა და ეს შესაძლოა კვლავ მოხდეს.
 
"ტარიფების ზრდის კვალკავალ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველებისთვს შემოტანა ე.წ. მიზნობრივი სუბსიდიების სქემა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფაქტიურად თანადაფინანსებას აკეთებს სახელმწიფო ელექტროენერგიის მოხმარებაში.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვალა, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო გაორმაგებული დახმარება, რაც ასევე მოიცავდა კომუნალურებს.

ჩვენ ასევე ვთხოვეთ "სოკარს", რომ დავალიანებების დანაწილება ყოფილიყო და საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე გადანაწილება მოხდა თნხების. 

რაც შეეხება თანხების ჩამოწერას, არაერთხელ მომხდარა თანხების ჩამოწერა და ეს შეიძლება ახლაც მოხდეს, ოფციები საკამოდ ბევრია. ეს თანხები ეკუთვნის კერძო კომპანიებს და ჩამოწერა შეიძლება მოხდეს თუ ის არის უიმედო და ხანდაზმული დავალიანება.

ენერგეტიკის სამინისტრო ვერ განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში სუბსიდირების პოლიტიკას, სუბსიდირების პოლიტიკა იყო მიღებული ელექტროენერგეტიკაში“, - განაცხადა ვალიშვილმა.