Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ფეროშენადნობთა მწარმოებლებისგან ველოდებით წინადადებას, რომ ვიმსჯელოთ და დავეხმაროთ"

56ab5d98b756d
BM.GE
29.01.16 16:38
1118
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ფასების დაცემის გამო ფეროშენადნობთა მწარმოებლებს მიხმარება ესაჭიროებათ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ფეროშენადნობთა მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებასა და მოთხოვნებს ეხებოდა.
 
"ფეროშენადნობთა მწარმოებელთა ასოციაციასთან შეხვედრა იყო წინა კვირას. ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ მათი პრობლემები. ეს დარგი პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ექსპორტის საკმაოდ დიდი წილი მოდის მასზე. ჩვენ ვნახეთ, რომ დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ფასები საკმაოდ დაცემულია და შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს აუცილებლად სჭირდებათ მიხმარება როგორც ადმინისტრაციული ბარიერების ნაწილში, ასევე შესაძლოა სხვა ნაწილშიც. ჩვენ შევთანხმდით წინა კვირას, რომ ისინი 5-7 დღის განმავლობაში მოიტანენ იმ სრულყოფილ წინადადებას, რითაც სურთ, რომ დაეხმაროს სახელმწიფო და ამაზე ვიმსჯელებთ. ჩვენ ხელი ჩამორთმეული გვაქვს და ველოდებით მათგან წინადადებას",  - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.