30.Nov.2015 14:18
Business

"ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდა, აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება"

"ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდა, აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება"
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადბით, თამბაქოზე აქციზის ზრდასთან დაკავშრებით, დარგის წარმომადგენლებთან სამინისტრომ შეხვედრა სამჯერ გამართა. როგორც ლაშა ხუციშვილმა, "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, თამბაქოზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიების მხრიდან ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა.
 
"საკმაოდ ბევრი არა ზუსტი ინფორმაცია გავრცელდა ბოლო პერიოდში, რომლებსაც კომპანიები აქციზის ზრდაზე, განსაკუთრებით თამბაქოსთან მიმართებაში აპროტესტებენ. მინდა ავღნიშნო, რომ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდა, აქვს და ეს მომავალშიც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ამის სხვანაირად წარმოჩენას ცდილობენ.

მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის მხოლოდ კომუნიკაცია კომუნიკაციისთვის, - მხოლოდ თამბაქოსთან მიმართებაში სამი შეხვედრა გაიმართა კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე იყო შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის ოფისთან, ჩვენ მივიღეთ ყველა ინფორმაცია რაც იყო საჭირო რომ მათი ჩართულობა ყოფილიყო ამ პროცესში. მათ წლის დასაწყისშივე იცოდნენ, რომ აქციზის გარდა იგეგმებდოდა, ეს ასოცირების ხელშეკრულებითან არის გათვალისწინებული", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "JTI კავკასიას" წარმომადგენელმა ივა ხასიამ, გადაცემა "ბიზნესკონტატქში" განაცხადა, რომ აქციზის მორიგი მატების შესახებ, მათ წინასწარ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხასია განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა არა გადასახადის მატება, არამედ ბიზნესთან კომუნიკაციის ფორმატია. "მრავალჯერ გაჟღერდა დაპირება, რომ ბიზნესი იქნებოდა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ ფაქტის წინაშე გვაყენებენ. დროც აღარ რჩება, რომ ბიზნესმა მოახერხოს გადაწყობა და დაგეგმვა შესაბამისად", - განაცხადა ივა ხასიამ.



08.Apr.2019 17:15
116

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
275

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
495

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
442

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
200

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
280

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More