Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„საქართველოს ბანკი“ „თსუ დესპანის“ მხარდამჭერია

BM.GE
27.03.23 08:36
71
რამდენიმე წელია, რაც სკოლებში პროექტი „თსუ დესპანი“ ხორციელდება. განმარტებისთვის: პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტი, მშობლიურ სკოლაში საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ბრუნდება. ამ დრომდე, თსუ დესპანის სტატუსით მშობლიურ სკოლაში 5000-ზე მეტი სტუდენტი დაბრუნდა. ყოველ წელს , ქვეყნის მასშტაბით ისინი 300-ზე მეტ სკოლას სტუმრობენ, სადაც საუნივერსიტეტო სტუდენტური ცხოვრების შესახებ 10 000-ზე მეტი უფროსკლასელი იღებს მათთვის საჭირო ინფორმაციას. წლევანდელი წელი პროექტისთვის განსაკუთრებულია, რადგან მისი არსებობის მანძილზე პირველად ჰყავს მხარდამჭერი, "საქართველოს ბანკის" სახით. დესპანები სკოლის მოსწავლეებს უხსნიან იმ საბანკო პროდუქტების ფუნქციებს და საჭიროებას, რომელიც სპეციალურად მათთვისაა შექმნილი და ამით ქვეყნის მასშტაბით ფინანსური განათლების დონის ამაღლებას უწყობენ ხელს.