Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დემოკრატიის ხარისხი ქვეყნების მიხედვით - როგორია საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი?

BM.GE
27.04.23 09:46
93
Economist Intelligence Unit-ის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8% ცხოვრობს რეალურ, ფუნქციონირებად დემოკრატიაში. მოსახლეობის 37% კი ე.წ „გაუმართავ დემოკრატიაში“ ცხოვრობს. ამასთანავე, EIU დემოკრატიის ინდექსის ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, 55% საერთოდ არ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიაა. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში ომმა, კოვიდ-19-თან დაკავშირებულმა ხანგრძლივმა შეზღუდვებმა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გამოიწვია.. Economist Intelligence Unit დემოკრატიას ხუთ ძირითად კატეგორიაში, 60 ინდიკატორის გათვალისწინებით ზომავს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური ჩართულობა, მთავრობის ფუნქციონირება, სამოქალაქო თავისუფლება. დემოკრატიის საშუალო ქულა სწორედ ამ ხუთი კატეგორიის გათვალისწინებით გამოყვანილი საშუალო მაჩვენებელია. რომელ ქვეყნებშია დემოკრატიის ყველაზე მაღალი და დაბალი ხარისხი?