Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჰუმანითი ჯორჯია" ფარმაცევტულ ქარხანას 2 წლის განმავლობაში ააშენებს

56c47de3e26cd
BM.GE
17.02.16 18:02
1078
"ჰუმანითი ჯორჯიას" მედიკამენტები უკვე სააფთიაქო ქსელებშია. კომპანიის დირექტორის, ანდრიი კუზმას განცხადებით, "ჰუმანითი ჯორჯია" საქართველოში ფარმაცევტულ ქარხანას 2 წლის განმავლობაში ააშენებს. მისი თქმით, კომპანიის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. როგორც ანდრიი კუზმამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განმარტა, ხელმისაწვდომობა, არა მხოლოდ ფასებთან, არამედ ტერიტორიულ სიშორესთანაც არის დაკავშირებული.
 
"ჰუმანითი ჯორჯია საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უნიკალური პროექტია. ჩვენი პროდუქცია არა მხოლოდ ადგილობრვი ბაზრისთვის იქნება გათვლილი, არამედ ის იქნება საექსპორტო პროდუქციაც. პროექტის ღირებულება 130 მილიონი დოლარია. გარკვეული დრო დაგვჭრდება სერთიფიცირებისთვის, რის შემდეგაც ქარხანა დაიწყებს პროდუქციის გამოშვებას.

ჰუმანითის მთავარი სტრატეგია საქართველოს ბაზარზე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების შემოტანაა. ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ფასებთან, არამედ ტერიტორიასთანაც არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მედიკამეტების დისტრიბუცია სააფთიაქო ქსელების საშუალებით", - აცხადებს კუზმა.