14.Jan.2016 19:06
Financial Sector

"იმედია, თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება"

"იმედია, თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედს გამოთქვავს, რომ პარლამენტში ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება. გიორგი ქადაგიძემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება მისთვის გასაკვირი იყო.
 
„საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი დღეს, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება მოვისმინე, რომ ეს საკითხი საინტერესო აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გვემუქრებიან. ალბათ, უფრო სერიოზულები რომ ვიყოთ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ტრიბუნა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, რაც პირველ რიგში, საინტერესოა მოსახლეობისა და დეპუტატებისთვის. იმ ძალიან რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში ვითარდება, ჩემთვის ძალიან გასაკვირია ის, რომ რიგ დეპუტატებს სურვილი არ აქვთ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინონ. მით უფრო, რომ ჩვენი ყველა პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა. უამრავი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცენტრალური ბანკებიდან ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად და ამ დროს ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი ტრიბუნა, სადაც ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს განვიხილავთ.

მე პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია მაქვს და იმედს გამოვთქვავ, რომ თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება“, - განაცხადა ქადაგიძემ.



24.Apr.2019 18:51
42

Finance Minister: No Need to Review New Bank Regulations

More
23.Apr.2019 19:01
60

Pension Agency Director: 2 900 Individuals on Labour Market have Left Pension System

More
23.Apr.2019 19:00
86

Finance Minister Talks Bank Regulations and Pension Reform in Parliament

More
18.Apr.2019 10:54
113

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 22:15
151

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
307

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More