Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ინოვაციური მეწარმეობის სკოლა" უფასო კურსებს იწყებს

56cee9254ea3e
BM.GE
25.02.16 14:11
1396
"ინოვაციების მეწარმეობის სკოლა" მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებში მეწარმეული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად და საქმიანობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით მსურველებისთვის მეწარმეობის უნარების შესასწავლ უფასო კურსებს იწყებს.
 
აღნიშნულ უფასო ტრენინგზე "საქმიან დილასთან" "ინოვაციური მეწარმეობის სკოლის" საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი, მარიამ მელაძე საუბრობს.

"თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდულმა ინოვაციების ცენტრმა დეკემბრის თვეში სამთვიანი საგანმანათლებლო პროგრამა - "ინოვაციური მეწარმეობის სკოლა" დაიწყო. სკოლის მთავარი დევიზია ისწავლე, გამოცადე და დაიწყე! ეს დევიზი იმ სამ ეტაპს კარგად ასახავს, რასაც შერჩეული მონაწილეები გადიან. ეს ეტაპებია 1) საგანმანათლებლო ეტაპი, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა ტრენინგები უტარდებათ. დაწყებული პიროვნული განვითარებიდან, დამთავრებული ბიზნეს მოდელების შქმნით. 2) ქართულ სტარტაპებთან ერთად მუშაობა, რომლებიც დაგვეხმარნენ და კონკრეტული ბიზნეს ქეისი შემოგვთავაზეს, რაშიც ჩვენი მონაწილეები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობენ. პროექტი მასშტაბური გამოვიდა და ამ ეტაპზე 100 მოტივირებულ ახალგაზრდას ვმასპინძლობთ. 100 ინოვატორი შეირჩა. ასაკობრივი ზღვარია 29 წლამდე", -ამბობს მარიამ მელაძე.

მანვე აღნიშნა, რომ "ინოვაციური მეწარმეობის სკოლა" მიმართულებებს არ ზღუდავს, რადგან მონაწილე თავად ირჩევს ბიზნესის მიმართულებას. 

"ტრენინგების ნაწილი თავიდან ბოლომდე ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ტრენერებს აქვთ აღებული. თუმცა პარალელურად სპიკერ-სესიები ტარდება, სადაც წარმატებული ქართული სტარტაპ ორგანიზაციების წარმომადგენლები მოდიან და ჩვენს მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სრულიად უსასყიდლოდ და ენთუზიაზმით. შეხვედრა კვირაში ორჯერ გვაქვს. ერთი სესია ტრენინგებს ეთმობა და შემდეგი უკვე სპიკერ-სესიებია. უკვე მესამე, დასკვნით ეტაპზე ვართ, სადაც მონაწილეებმა გუნდები უნდა შექმნან, კონკრეტულ ბიზნეს იდეაზე იმუშაონ და 6 მარტს "თბილისი მოლში" ერთგვარი შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, სადაც ბიზნესმარათონი ჩატარდება და ერთი დღის განმავლობაში, მონაწილეები საკუთარ შექმნილ პროდუქტს ან იდეას პირდაპირ მომხმარებელს გაუზიარებენ და გაყიდიან. 

ამ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდებს საშუალება აქვთ ჩვენს სივრცეში იმუშაონ. ძალიან ბევრი პარტნიორი გვყავს. ასეთია "საქართველოს უნივერსიტეტი", სადაც ეს შეხვედრები ტარდება,  ასევე "გეიმლაბი", "ფაბლაბი", "ჯეოლაბი“, "აიჰაბი", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ა.შ.

ჩვენ მიმართულებას არ ვზღუდავთ, არამედ გზებს ვასწავლით, როგორ დაიწყონ ბიზნესი. პირველი ნაკადის დასრულების შემდეგ, მეორე ნაკადზე ზრუნვას დავიწყებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ თბილისის მერია კვლავაც დაგვიჭერს მხარს. რაც შეეხება დაკვირვების პროცესს, ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ხანგრძლივი შედეგი მივიღოთ, რომ გუნდებმა განვითარების კიდევ ბევრი ეტაპი გაიარონ", - აღნიშნა მარიამ მელაძემ.