Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ლილო მოლის" მენეჯმენტი, აპრილიდან მეწარმეებზე სავაჭრო ფართების გაყიდვას იწყებს

56bc3a5168fbf
ელენე გოგბერაშვილი
11.02.16 11:33
1330
"ლილო მოლის" მენეჯმენტი, აპრილიდან მეწარმეებზე სავაჭრო ფართების გაყიდვას იწყებს. "ლილო მოლის" პრეზიდენტი ლევან გაგუა "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ თუ აქამდე სამეწარმეო სუბიექტებს ფართების აღება არენდით შეეძლოთ, აპრილიდან მათ ამ ფართების საკუთრებაში აღება შეეძლებათ.
 
""ლილო მოლში" 1 კვადრატულ მეტრ ფართზე საარენდო გადასახადი 7 ლარიდან 52 ლარამდე ფიქსირდება. ვგეგმავთ საარენდო გადასახადი 20%-ით გავზარდოთ. გაზრდილი გადასახადის გადახდა კი მათ მოუწევთ, ვინც საარენდო გადასახადს ყოველ დღე იხდიდა. ამის მიუხედავად, მათ ამხანაგობის პრინციპით შეუძლიათ ფართები დაიკანონონ", - აცხადებს ლევან გაგუა.

"ლილო მოლის" პრეზიდენტი ამბობს, რომ კვადრატული მეტრი ფართის ფასი 400-დან 1300 დოლარი იქნება. სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებს კი ფართების შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

"ლილო მოლის" მენეჯმენტი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ავტოსადგურის მოწყობასაც გეგმავს. ლევან გაგუას თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სავაჭრო ცენტრში 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. განახლდა მოლის ინფრასტრუქტურა და შეიქმნა საბაჟო-სასაწყობე მეურნეობა, სადაც საბაჟო პროცედურები სრულდება. მისი თქმით, ავტოსადგურის შექმნასა და სამხრეთ რუსეთის რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების შექმნას "ლილო მოლის" მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რა პროექტზეც დაახლოებით მილიონ ნახევარი დოლარია გათვალისწინებული.

ლევან გაგუას თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად სავაჭრო ცენტრში მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდი სამჯერ მოიხსნა. მიუხედავად ამისა, გაგუა ამბობს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისიწნებით, სავაჭრო ცენტრში გაყიდვები შემცირდა.