Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ლუდზე აქციზის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობას პრობიზნესური პოზიცია აქვს"

56c42e6851f73
ელენე გოგბერაშვილი
17.02.16 12:22
951
"კასტელი", "ზედაზენი" და "ნატახტარი" მთავრობას ლუდზე აქციზის განაკვეთის შემცირების კონკრეტულ გეგმას სთავაზობს. ბიზნესი ამბობს, რომ თუ ერთ გრადუსზე 10 თეთრს, ხოლოს ტანდარტულ ლუდზე 60 თეთრის ნაცვლად 50 თეთრს გადაიხდიან ამით 15%-ით შემცირებული ბაზრის 10%-ის უკან დაბრუნებას შეძლებენ. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი ბიუჯეტში იმ მოცულობის გადასახადს ვერ შეიტანს, რამდენიც 2015 წელს, ისინი მიღებული განსხვავებით სხვადასხვა ბიზნესპროექტებს დააფინანსებენ. აღნიშნული გეგმა მათ პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე წარადგინეს.
 
როგორც ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, მათ პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს გათვლები წარუდგინეს თუ რამდენად შესაძლებელია ლუდზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი გადაიხედოს.

"თუ აქციზის ზრდამ საბოლოო შედეგად მოიტანა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება და ბიზნესისთვის გაყიდვების შემცირება, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ეს აქციზი არის ზედმეტად გაზრდილი და უნდა შემცირდეს. ჯერ გათვლები ბოლომდე არ გვაქვს დასრულებული და გვაინტერესებს როგორია კორელაცია აქციზის ზრდასა და მოხმარების შემცირებას შორის და ამ ორი ფაქტორის კორელაცია საგადასახადო შემოსავლებზე როგორ იმოქმედებს", - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პოზიცია მხოლოდ პრობიზნესურია.