Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ლუკოილი": კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში გაუაზრებელი და აუხსნელი კომენტარებია

56976d43e160f
BM.GE
14.01.16 13:14
1307
"კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში გაუაზრებელი და აუხსნელი კომენტარებია", - აღნიშნულის შესახებ კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ნავთობკომპანიებს შორის კარტელურ გარიგებას ადგილი არ აქვს.

"კონკურენციის სააგენტოს გადაწყვრეტილება ჩვენ სასამართლოში გავასაჩივრეთ. შესაბამისად ვთვლით, რომ არავითარი კავშირი კარტელურ და სხვა სახის გარიგებებთან არ არსებობს, არცერთი კომპანიის მხრიდან, რომელიც დასკვნაშია მოხსენიებული. სასამართლო პროცესებს თანმიმდევრულად მივყვებით. პარალელურად დღემდე ვეცნობით დასკვნას, რომელიც სქელტანიანი იყო, თუმცა არა იმდენად გვერდების რაოდენობით, არამედ შიგნით ასახული შინაარსით. ნელ-ნელა ვეუფლებით იმ რებუსების გაშიფვრას, რაც სააგენტოს დასკვნაშია. დასკვნაში ბუნდოვანობასთან ერთად, უფრო მეტას სჭარბობს, გაუაზრებელი და აუხსნელი კომენტარები", - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები გასულ წელს დააჯარიმა. სააგენტომ ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.