Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„რითეილ და დისტრიბუციის სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია“ – BDO Digital-მა ABM Cloud-თან ერთად კონფერენცია გამართა

BM.GE
09.06.23 12:38
58
აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO Digital-მა უკრაინულ კომპანია ABM Cloud-თან ერთად, რითეილ და დისტრიბუციის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ კონფერენციას უმასპინძლა. კომპანიებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ყველა ის ტექნოლოგიური გადაწყვეტა გააცნეს, რაც ციფრული ტრანსფორმაციის ეფექტიანად დანერგვისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში BDO დიჯითალმა საზოგადოებას თავისი ახალი, ინოვაციური სტარტაპი - მარლინი წარუდგა, რომელიც დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობის გაციფრულებისა და პროცესების მეტად გამარტივების მიზნით შეიქმნა.