Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მაესტრო არის ტელეკომპანია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის განვითარებას სჭირდება"

56b361eeaed64
დავით ჯალაღონია
04.02.16 18:35
1366
ევროკავშირ-საქართველოს“ ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ტელეკომპანია "მასტროში" განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ თითოეული კომპანიის, მათ შორის „მაესტროს“ განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა.
 
"ის, რომ "მაესტრო“ საკმაოდ კარგად მუშაობს და ასე უნდა გააგრძელოს, ამაში ორი აზრი არ არის. რაც შეეხება ტელეკომპანიის შიდა პროცესებს, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბოლომდე საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არის ტელეკომპანია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის განვითარებას სჭირდება", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.