29.Jan.2016 13:06
Business

"მაფიოზური დაჯგუფებები სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებთან არიან შერწყმული"

"მაფიოზური დაჯგუფებები სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებთან არიან შერწყმული"
"ქართული ბიზნესი კრიზისების მიმართ აცრილია", - აღნიშნულის შესახებ კომპანია "პე-ეს-პე"-ს დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. ოქრიაშვილი თვლის, რომ ყველაზე მეტად ქართულ ბიზნესს ხელს არაკონკურენტული გარემო უშლის. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, რომ არა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებთან დაახლოვებული "მაფიოზური დაჯგუფებები", საქართველოს ეკონომიკა დღეს მეტად განვითარებული იქნებოდა.
 
"დღეს გვაქვს კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან. ქართული ბიზნესი სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში პერმანენტულად არის. ჩვენი კომპანია 22 წლისაა და 1994 წლიდან გვახსოვს რევოლუციები, ცვლილებები, არაჯანსაღი კონკურენცია და ა.შ. თუ ვინმე დავრჩით გადარჩენილი ბიზნესი, ვართ აცრილები ასეთი კრიზისების მიმართ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კრიზისებისთვის. პირიქით ვცდილობთ კრიზისული სიტუაცია გამოვიყენოთ, რადგან ამ პერიოდში ბევრი რამ იაფდება.

ბიზნესმა უნდა იწინასწარმეტყველოს ეს კრიზისები, ეს არის რისკ-მენეჯმენტის საკითხი. ასევე მან უნდა განახორციელოს თავდაცვითი ღონისძიებები, მაგალითად კადრებისა და ხარჯების შემცირება.

დღევანდელი კრიზისი არ არის ძალიან რთული კრიზისი. ყველაზე მეტად კომპანიებს ისეთი კრიზი აზარალებთ, რომელიც არასათანადო კონკურენციითა გამოწვეული, - ეს კი ბაზარზე მუდმივადაა.

მაფიოზური დაჯგუფებები სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებთან არიან შერწყმული და ცდილობენ ან წაართვან ბიზნესი ან არაკონკურენტული გზით მოიპოვონ ის. ეს რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში, სამჯერ უფრო დიდი მშპ გვექნებოდა“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.



08.Apr.2019 17:15
121

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
276

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
498

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
450

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
200

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
288

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More