Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მაგთიმ" "კავკასუს ონლაინთან" აქტივების ყიდვაზე მემორანდუმი გააფორმა

56fa8f42d4aab
BM.GE
29.03.16 18:19
1130
შპს "მაგთიკომი“ და შპს "კავკასუს ონლაინი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეწყვეტილი მოლაპარაკება შპს "მაგთიკომსა" და შპს "კავკასუს ონლაინს" შორის მიმდინარე წლის მარტის თვეში კვლავ განახლდა და მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც საფუძვლად დაედება საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას.
 
"დღეს, შპს "მაგთიკომსა" და შპს "კავკასუს ონლაინს" შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს "მაგთიკომის" მიერ შპს კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით შპს „კავკასუს ონლაინთან" მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს "კავკასუს ონლაინის" მხრიდან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტას.

მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, შპს "მაგთიკომმა“ და შპს "კავკასუს ონლაინმა" ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაგთიკომის მხრიდან კავკასუს ონლაინის აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისიისაგან შესაბამისი წინასწარი თანხმობა მიღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე. აქტივების გადმოცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს. მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს "მაგთიკომი", გადმორთვის პროცესი განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში", - ნათქვამია განცხადებაში.