Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაჩეჩილაძეებს სასამართლოს მხარდაჭერის იმედი აქვთ"

56c4568b32884
BM.GE
17.02.16 15:15
1075
გია გაჩეჩილაძის ადვოკატს, ირაკლი კორძახიას, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, - აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ბაია გადაბაძემ განუცხადა. არხის მოქმედი დირექტორი ეჭვობს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეებს სასამართლოს მხარდაჭერის იმედი აქვთ.
 
"რამდენიმე დღეა ირაკლი კორძახია აანონსებს, რომ ის აპირებს უჩივლოს რეესტრს, რადგან ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად არ დაარეგისტრირეს. მე დღეს ვიყავი რეესტრში, დავაზუსტე ტექნიკური დეტალები, - მათ საჩივარი რეესტრისთვის არ შეუტანიათ. ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ეს იყო პოპულისტური განცხადება. რადგან ისინი აღარ ასაჩვრებენ რეესტრის გადაწყვეტილებას, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქვთ სასამართლოს მხარდაჭერის იმედი, რაც ძალიან სამწუხარო იქნება თუ ასე მოხდა", - განაცხადა გადაბაძემ.