22.Dec.2015 16:52
Economy

"მთავრობის ნეგატიურმა პოლიტიკამ ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგების კალაპოტიდან ვერ ამოაგდო"

"მთავრობის ნეგატიურმა პოლიტიკამ ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგების კალაპოტიდან  ვერ ამოაგდო"
"მთავრობის ნეგატიურმა პოლიტიკამ ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგების კალაპოტიდან ვერ ამოაგდო", - აღნიშნულის შესახებ ეკონომისტმა, რომან გოცირიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა რამდენიმე კანონის რეალიზებას ახდენს, რომლებმაც საერთაშორისო რეიტინგებზე ნეგატიური გავლენა უნდა იქონიოს. მაგალითად გოცირიძეს მთის კანონი, ანტიდემპინგური კანონი და სუბსიდირების პროგრამები მოჰყავს.
 
"მთავრობა მიხვდა, რომ რეიტინგი სავიზიტო ბარათია და მისი შენარჩუნების გარეშე შეუძლებელი იქნება თუნდაც უცხოური ინვესტიციების მატება, რაც პრემიერ-მინისტრმა საამაყოდ აღნიშნა და შარშან ეს მართლაც ერთ-ერთი წარმატებული სფერო იყო. ამრიგად, რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია. რეიტინგს ინერცია აქვს. ეს რეიტინგები ძირითადად ეკონომიკურ თავისუფლებაზე იყო აგებული, წლების განმავლობაში შეიქმნა და ახლა ინერციით მოქმედებს, ანუ კალაპოტში არის და ვერ ამოაგდო მთავრობის იმ პოლიტიკამ, რომელსაც წესით ნეგატიურად უნდა ემოქმედა.

მრავალი სახელმწიფო პროგრამები, სუბსიდირება, მთის კანონი - ეს არის სახელმწიფოს დიდი ჩარევა ეკონომიკაში. ცოტა უხეშად ვიტყვი, რომ სულელური კანონი მზადდება პარლამენტსა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც იაფი იმპორტი უნდა შეზღუდოს, ანუ ანტიდემპინგური კანონმდებლობა. მრავალი კანონმდებლობა, რომლებიც წესით უნდა აუარესებდეს რეიტინგს, მასზე ჯერჯერობით არ მოქმედებს.

ფუნდამენტურად რეიტინგს ძვრა ვერ უყვეს. მეორეა უფრო მნიშვნელოვანი რეიტინგი, რომელსაც მეტ ყურადღებას აქცევენ. ეს არის - ბიზნესის კეთების სიმარტივე. ჩვენ მერვე ადგილიდან, ოცდამეოთხე ადგილზე გადავედით. მეთოდოლოგიური ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებმა ლიტვამ, ესტონეთმა, მაკედონიამ, სერბიამ და სხვამ ის გააკეთეს, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ", - აცხადებს გოცირიძე.



19.Jun.2019 09:49
104

Winery "Shilda" wins EU Sustainable Energy Award

More
12.Jun.2019 21:55
127

Government will extend the deadline for Anaklia Consortium

More
12.Jun.2019 21:51
127

Khazaradze on Anaklia Port: I am Sure We Will Reach the Consensus

More
12.Jun.2019 10:33
145

World Bank Group Debars China Railway Construction Corporation

More
11.Jun.2019 13:52
89

FDI Dropped by 6% in First Quarter of 2019

More
09.Jun.2019 18:33
628

Batumi named as Europe’s leading emerging tourism destination

More