Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა, ყოველთვის უნდა ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით"

56ea4b97213db
BM.GE
17.03.16 10:11
998
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დაგროვებითი სისტემის პარალელურად იფუნქციონირებს პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფაც.
 
"პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის უნდა ხდებოდეს, ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში. ასევე ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტი მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება, მანამდე ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა საკანონმდებლო და ისნტიტუციური ცვლილებების.

დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას. ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებულ დაგროვებით სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს იმ სოციალურ დონეს, რომელიც გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს მომავალი პენსიონერებისთვის.

ეს სისტემა არ გულისხმობს მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას, ის იმოქმედებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის პარალელურად და ინდექსირება საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების მოხდება ინფლაციის კვალდაკვალ", - განაცხადა პრემიერმა.