Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია, სოციალური მოდელის შეცვლის დრო მოვიდა"

569deaab91974
BM.GE
19.01.16 10:57
1171
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უმუშევრობასთან ბრძოლისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ოლანდის შეფასებით, საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია. 2-წლიანი გეგმის მიხედვით, კომპანია, სადაც 250 ადამიანზე ნაკლები მუშაობს, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს, თუ სამსახურში ნახევარ წელზე მეტი ვადით ახალგაზრდას ან სამუშაოს მაძიებელს აიყვანს. უმუშევრობის დონე საფრანგეთში ახლა 10.6%-ია. შედარებისთვის, გერმანიაში ის 4.2%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოდ ევროკავშირში - 9.8%-ს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ გეგმის დასაფინანსებლად ფულის მოძიება, სხვა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის საფუძველზე მოხდება. "ამ 2 მილიარდი ევროს შეგროვება, რაიმე ახალი გადასახადების შემოღების ხარჯზე არ მოხდება“, - ირწმუნება ოლანდი. სოციალისტმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მოდელის შეცვლის დრო მოვიდა.