"ფერერო" საქართველოსათვის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის არა ერთ-ერთი, არამედ, ალბათ ყველაზე ეფექტური მაგალითია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე:
"ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მოთხოვნაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა. ამასთან, მიზნად ვისახავთ, პროფესიული განათლების სასარგებლოდ შევცვალოთ ძალიან არაჯანსაღი განსხვავება უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობას შორის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რეფორმების მეორე მიმართულება, რომელიც ქვეყნის სივრცით განვითარებას გულისხმობს, პრემიერის თქმით, ოთხ წელიწადში აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ტრასებისა და ყველაზე აქტუალურ ტურისტულ წერტილებამდე მიმავალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზების აშენებას ითვალისწინებს.
მესამე მიმართულება მმართველობითი სისტემის რეფორმას, კერძოდ, დაინტერესებულ პირთა ტიპების მიხედვით ინკლუზიური პლატფორმების შექმნას გულისხმობს.
მეოთხე მიმართულება, სადაც, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, საგადასახადო სისტემის რეფორმაა. კერძოდ, დაინერგა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის მეოთხე მიმართულების ფარგლებში, მომავალი წლის მესამე კვარტლიდან, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ყოვლისმომცველი რეფორმაც იგეგმება.
"შედეგად, 3-4 წელიწადში მივიღებთ მოქმედ საპენსიო სისტემას, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი საინვესტიციო კაპიტალის სახით რამდენიმე ასეული მილიონის წარმოება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ამ თანხის ათვისებას სრულად შეძლებს. ეს ბაზარი დაუკავშირდება მოწინავე ევროპულ პლატფორმას.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი იქნება სრულიად ხელშესახები და გამოყენებადი გლობალურ ქსელში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც არსებული ტექნოლოგიური და პროგრამული სისტემების კომბინაციას ისახავს მიზნად. ის რევოლუციურ შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
See all the news
All
Gold is shining in the new geopolitical world
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
The Rich Often Enjoy Tax Break - Deputy Minister
Israel Got Acquainted With The Business Tourism Potential Of Georgia
Kettari Foundation became a partner of DATAFEST this year
Tata Power’s CEO Pays Visit to BMG
NEQSOL Holding has won defamation case against Communications Commission
Trip.com says China hotel bookings are surpassing pre-pandemic levels
Europe's largest crypto exchange WhiteBIT has partnered with Netflix
Interview with Albert Park, ADB’s Chief Economist - By Elene Kvanchilashvili, Forbes Georgia Executive Editor in Chief
Interview with #EBRD President Odile Renaud-Basso by Giorgi Isakadze, Editor in Chief of Forbes Georgia
Investigation Service detained two persons of the fact of evading a particularly large amount of tax
This year, the VIII international literature festival Odesa will be held in Batumi
Georgian Commercial Banks Boost Business loan portfolio for large enterprises
High blueberry exports from Georgia In July
#ForbesTalks - ინტერვიუ გიორგი ჯახუტაშვილთან / 10.08.2022
#ბარი: საუბრები წარმატებაზე ბარში - გიორგი ქადაგიძე, რევაზ ვაშაკიძე და გიორგი ისაკაძე - VII გადაცემა / 06.08.2022
#BMGDRIVE:„ადამიანები ვისაც ემუშავები მალე იცვლებიან, თანამდებობებს ტოვებენ - ეს პრობლემაა“ - მევლუდ მელაძე
#საქმიანები: მაია კეზევაძის ნამდვილი იმერული ესკიზები