01.Mar .2016 16:37

"საქართველო-ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე, ჩემი ქვეყნის პოზიცია ცოტა მაღიზიანებს"

views 846
Back

"საქართველო-ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე, ჩემი ქვეყნის პოზიცია ცოტა მაღიზიანებს", - აღნიშნულის შესახებ, ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, სარა უილიამსონმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით ამ კუთხით საქართველო ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამერიკა არა.
 
"საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სავაჭრო სტრუქტურები ევროკავშირთან მოლაპარაკებებზეა ფოკუსირებული, ზოგჯერ ალბათ საქართველოს ყურადღებას აკლებენ. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველო ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვებითაც მიიღებს სარგებელს", - განაცხადა სარა უილიამსონმა.