Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ღვინის მუზეუმი და მარანი შავ ზღვაში

BM.GE
06.07.23 12:03
54
შავ ზღვაში წყალქვეშა ღვინის მუზეუმის და მარნის მოწყობა იგეგმება. კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი და საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული ღვინის კომპანია ამ პროექტის განხორციელებით უკვე დაინტერესებულია და მზადაა, წყალქვეშა მუზეუმის და მარნის გასახსნელად კონკრეტული მოცულობის ინვესტიცია განახორციელოს. სურვილის რეალობად ქცევისთვის, ღია ზღვაში ტერიტორიის შესყიდვაა საჭირო. კანონის მიხედვით, ზღვაში ტერიტორიის აღება ნაპირიდან მხოლოდ 650 მეტრის დაშორებითაა შესაძლებელი. 

სტუმარი: დავით ნიკოლეიშვილი - „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი და საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე;