Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის” გამარჯვებულები ცნობილია

BM.GE
07.07.23 09:34
54
ევროკავშირის, EBRD-ის, Galt & Taggart- ისა და BDO Georgia-ს მხარდაჭერით წელიწადნახევრის წინ დაწყებული პროექტის, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა” - წლევანდელი გამარჯვებულები ცნობილია. 

18-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი უკვე 7 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ შორის არის თეგეტა ჰოლდინგიც რომელსაც ისევე როგორც დანარჩენ ექვსს გრანტები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებისთვის გადაეცათ. გამარჯვებასთან ერთად ცალსახად საინტერესო იყო 18 თვიანი პროგრამა რომელზეც 13 სხვადასხვა სექტორიდან 21 აპლიკანტი დარეგისტრირდა.

სტუმრები: მანანა ხინაშვილი - თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თამთა გორგაძე - Galt&Taggart-ის საკონსულტაციო მიმართულების უფროსის მოადგილე.