Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქართველოს საელჩოს კიევში, 300 000 დოლარი ვაჩუქე შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებად"

566472f4e6732
BM.GE
06.12.15 21:34
1320
"საქართველოს საელჩოს კიევში, 300 000 დოლარი ვაჩუქე შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებად", - აღნიშნულის შესახებ კიევის ყოფილმა მერმა, ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ქართულ ბიზნეს გარემოზე საუბრისას, ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მთავარი გარანტი არა ხელისუფლება, არამედ კანონი უნდა იყოს.
 
"როდესაც მერი ვიყავი ძალიან ბევრი გავაკეთე საქართველოს საელჩოსთვის კიევში. უფასოდ ვაჩუქე საელჩოს მიწა, ასევე 300 000 დოლარი ვაჩუქე შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებად და ეს ძეგლი კიევში საუკეთესო ადგილას დავადგმევინე. იმ პერიოდში გავიცანი საქართვლოს მაშინდელი პრეზიდენტი, სააკაშვილი.

კიდევ რამდენჯერმე ვნახე ის თავის რეზიდენციაში, როდესაც მთავაზობდნენ გარკვეულ პროექტებს საქართველოში ენერგეტიკის დარგში, - მაშინ მე ასეთი რამ ვუთხარი სააკაშვილს და მის მოადგილეებს, - საქართველოს პრობლემა, როგორც ყოფილი კომუნისტური ქვეყნის არის ის რომ, არ შემოედინება ინვესტიციები.

ყველა ქვეყნის მთავარი პირი უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, რუსეთშიც და სადაც გნებავთ ამბობს, რომ ჩადეთ ქვეყანაში ფული და ხელისუფლება ყოველ ჩადებულ ცენტზე პასუხისმგებელი იქნება. ეს დიდი სისულელეა. კანონები უნდა არსებობდეს, რომლებიც ინვესტიციების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს, არანაირი სიტყვები არაა საჭირო. არც ერთ ინვესტორს ცარიელი სიტყვების არ სჯერა, ეს ბავშვურად ჟღერს“, - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.