Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქართველოში საწვავი, საშუალოდ 15-20 თეთრით გაიაფდა"

56c2e8034dea8
BM.GE
16.02.16 13:11
2591
წელს საქართველოში საწვავი 13-დან 33 თეთრამდე გაიფდა გაიაფდა, - ნავთობპროდუქტების იმპორტირთა კავშირის ცნობით, საწვავის ფასის მეტად შემცირება ლარის კურსის ცვლილების გამო მოხდა.
 
"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება. მთლიანობაში იანვრის თვიდან დაწყებული ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 15-20 თეთრით ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - საშუალოდ 13-21 თეთრით/ლიტრაზე, ხოლო ევრო დიზელის ფასი - საშუალოდ 15-33 თეთრით/ლიტრაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ვალუტა - ლარი უფასურდება დოლართან მიმართებაში. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,3966 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,4921 ერთეულს. შესაბამისად, ვერ მოხდა საწვავზე ფასის უფრო მეტად შემცირება.

კერძოდ, დღეისათვის ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,69-1,85 ლარი;პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59-1,70 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,39-1,59ლარი; დიზელი ლ-62 -1,37-1,49 ლარი; ევრო დიზელი - 1,39-1,65 ლარი”, - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.