Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სავიზო რეჟიმის დაწესების გამო, საქართველოში 1600-მდე ირანული კომპანია დაიხურა"

56baeeff62b51
BM.GE
10.02.16 12:02
990
"საქართველოს მხრიდან ირანისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებამ, ქვეყანაში 1600-მდე ირანული კომპანიის დახურვა გამოიწვია", - აღნიშნულის შესახებ, გადაცემაში "საქმიანი დილა" საქართველო-ირანის ბიზნეს განვითარების ცენტრის დამფუძნებელმა მაჰმუდ დავარმა განაცხადა. მისი თქმით, სავიზო რეგულაციების გამო, 1200-მდე ქართველმა სამუშაო ადგილი დაკარგა.
 
"ყველაზე დიდი პრობლემები ჩვენს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის შეცვლამ გამოიწვია. ამან საქართველოში მთელი რიგი პროგრამების შეჩერება გამოიწვია. 1600 კომპანია დაიხურა და ირანში დაბრუნდა. დაახლოებით, 1200-მა ქართველმა სამუშაო დაკარგა, რაც ორივე ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ზარალის მომტანია. გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის, როდესაც ვუყურებდი როგორ ტოვებდნენ საქართველოს ირანელი ბიზნესმენები", - ამბობს მაჰმუდ დავარი.

საქართველო-ირანის ბიზნეს განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, სავიზრო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე წელს 200 000-მდე, ხოლო უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, 2 მილიონამდე ირანელი ტურისტის ჩამოსვლას ვარაუდობს. მისივე თქმით, ირანი საქართველოში სხვადასხვა მიმართულებებით არის დაინტერესებული, მათ შორის სოფლის მეურნეობით, პროდუქტების წარმოებით, ენერგეტიკითა და ტურიზმით.

"2016 წელს სულ მცირე 200 000 ტურისტი შეგვიძლია საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ჩვენი ქვეყნიდან თურქეთში 1,5 მილიონი ტურისტი ჩადის. დაახლოებით 5 მილიონი საზღვარგარეთ გამსვლელი ტურისტი გვყავს. ასეთი პოტენციალი აქვს ირანს და ვფიქრობთ, საქართველოსაც გავუზიაროთ ის. გპირდებით, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში ირანიდან 2 მილიონი ტურისტი ჩამოვა", - გნაცხადა მაჰმუდ დავარმა.