Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაცვლით კურსზე ნაკლებად მოქმედებს"

56bc88076e218
BM.GE
11.02.16 17:07
1332
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაცვლით კურსზე ნაკლებად მოქმედებს. როგორც კაკაურიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, დეფიციტის უმეტესი ნაწილი დონორებიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებშია.

"შესაბამისად, იმ დეფიციტურ ხარჯვას მოჰყვება დეფიციტური დაფინანსების წყაროები - ეს არის ვალუტის შემოდინება ქვეყანაში", - აღნიშნა კაკაურიძემ. მისივე თქმით, გარკვეულ პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აუცილებლად იქნება, ვინაიდან მთავარი ფინანსური დოკუმენტი 3%-იან დეფიციტზეა დაგეგმილი.

"საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყაროა. არის სავადოები და ამ სავადოების მიხედვით, მარტში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში დიდი მოცულობის თანხების შემოსვლა ხდება. ამიტომ ყოველთვიურად თანაბარი შემოსავლები რა თქმა უნდა, არ გვექნება და ზოგიერთ თვეში დეფიციტი, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით - პროფიციტი იქნება", - განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა სამინისტროს 11 თებერვლის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე საბიუჯეტო გადასახადების სახით 698.5 მილიონი ლარია მობილიზებული, ხარჯები კი - 968.3 მილიონ ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა და 2,47 შეადგინა.