17.Jan.2016 13:11
Economy

"სახელმწიფომ ადამიანებს მიწა მეზობლის ჩვენებით, უსასყიდლოდ უნდა დაურეგისტრიროს"

"სახელმწიფომ ადამიანებს მიწა მეზობლის ჩვენებით, უსასყიდლოდ უნდა დაურეგისტრიროს"
"სახელმწიფომ ადამიანებს მიწა მეზობლის ჩვენებით, უსასყიდლოდ უნდა დაურეგისტრიროს", - აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით, მიწა როგორც ეკონომიკური აქტივი კერძო საკუთრებაში გადავა.
 
"ყველა ის ადამიანი, თუ ოჯახი, რომელიც ფლობს რაღაც საკუთრებას, - ამ შემთხვევაში მიწას, როდესაც განაცხადებს, რომ ეს მისი საკუთრებაა და მას შეუძლია მეზობლების ჩვენებით ამის დადასტურება, ყველა ეს მიწა სახელმწიფომ უსასყიდლოდ უნდა დაურეგისტრიროს ასეთ ოჯახებს და ასეთ ადამიანებს. ამ შემთხვევაში მიწა, როგორც ეკონომიკური აქტივობის რესურსი კერძო საკუთრებაში გადავა. ეს არის გასაკეთებელი. რაც დარჩება ის მიწები ყველა გასაყიდია.

საკადასტრო სამუშაოებს რაც შეეხება, ამაში ქვეყანა უბრალოდ რამდენიმე მილიონს გაფლანგავს და ამის შედეგი ნული იქნება. ფართობები ვის რა ეკუთვნის სახელმწიფომ არ იცის. ეს იციან ადგილზე კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა ოჯახებმა, მათ შორის იმ მეზობლებმაც ტრადიციულად ვინც ამ ნაკვეთებს მოიხმარს. სახელმწიფო ასეთ აზომვის სამუშაოებს ვერ ჩაატარებს, ან ჩაატარებს დახარჯავს მილიონებს, რაღაც საზღვრებს დაადგენს და შემდეგ ეს ყველაფერი ხელახლა გადასაკეთებელი იქნება, ანუ უბრალოდ ფული გაიფლანგება. გამოსავალი პირიქით გზაშიa. პირიქით გზა გულისხმობს იმას, რომ ოჯახებს უნდა მიეცეთ საშუალება თვითონ წარადგინონ, რომელია მათი ნაკვეთი. ადამიანებს ზოგადად საკუთრება უყვართ და სწრაფად დაირეგისტრირებენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს საკადასტრო სამუშაოები, როდესაც კონკრეტული საზღვრები იქნება დადგენილი. ჩვენ ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს’’ ამაზე კანონპროექტი ჯერ კიდევ შარშან წლის ბოლოს გვაქვს მომზადებული და როგორც კი საპარლამენტო სესია დაიწყება, ჩვენ ამ კანონპროექტს პარლამენტში შევიტანთ და ვეცდებით დავარწმუნოთ, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის ბალაგანის გამომწვევი და ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი კი არის ის, რაც რეალურად დაარეგულირებს ამ სფეროს. კერძო მესაკუთრეებს, რომლებიც ამ მიწების ფაქტობრივი მფლობელები არიან, აღარასოდეს ექნებათ პრობლემა იმის დამტკიცების, რომ ეს მიწები მათია. შესაბამისად, ეს მთელი აქტივი ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთვება, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგი იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.



20.Apr.2019 14:28
99

New Economy Minister of Georgia Speaks about her Vision

More
20.Apr.2019 14:23
68

Mamuka Bakhtadze: If any Minister Can’t Keep Up with the Pace, Decisions will be Made

More
18.Apr.2019 22:43
115

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
107

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
74

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
142

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More