22.Dec.2015 11:46
Financial Sector

"შავი სიიდან" პოზიტიურ საბანკო ჩანაწერამდე - რჩევები მომხმარებლებს

"შავი სიიდან" პოზიტიურ საბანკო ჩანაწერამდე - რჩევები მომხმარებლებს
ვადაგადაცილებული სესხები, გაფუჭებული საკრედიტო ისტორია და ე.წ. "შავი სია", - დღეს ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სესხი ბანკიდან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან თუნდაც ერთხელ მაინც არ აუღია. რა ახდენს გავლენას თქვენს საბანკო ისტორიაზე და რამდენ ხანში ხდება ნეგატიური ჩანაწერის პოზიტიურით შეცვლა? - რჩევებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" გაძლევთ.
 
საკრედიტო ისტორია აქვს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან. საკრედიტო ისტორიის ამონაწერში დეტალურად არის მოცემული ყველა ის საკრედიტო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომლითაც მომხმარებლებს უსარგებლიათ. ასევე, მითითებულია თითოეული სესხის ვალუტა და დაფარვის გრაფიკი.

არსებობს 2 სახის ჩანაწერი - პოზიტიური და ნეგატიური. ის მომხმარებელი, რომელსაც თავისი საკრედიტო ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ვადაგადაცილება, ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში. სხვა შემთხვევაში მისი მონაცემები ნეგატიურ ჩანაწერში გადადის. თავის მხრივ ნეგატიური ჩანაწერი 2 სახისაა. თუ მოხმარებელმა სრულად დაფარა ვადაგადაცილებული სესხი, მისი საკრედიტო ისტორიის ჩანაწერს მიენიჭება "იყო ნეგატიურის" სტატუსი. თუ ვადაგადაცილებული სესხი არ არის დაფარული და მომხმარებელს მიმდინარე დავალიანება უფიქსირდება, მას ენიჭება "არის ნეგატიურის" სტატუსი.

როგორ შეიძლება საკრედიტო ისტორიის ნეგატიური სტატუსის, პოზიტიურით ჩანაცვლება? მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა თუ როგორ შეიძლება წაიშალოს მათი მონაცემები ე.წ "შავი სიიდან", რომელიც არასწორი ტერმინია და იგულისხმება ნეგატიური ჩანაწერი.

ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში კრედიტის შესახებ ინფორმაცია იშლება. რაც შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ.

საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ორგანიზაცია "კრედიტინფო საქართველოს" მონაცემთა ბაზაში. მოხმარებლებს საშუალება აქვთ პირადობის მოწმობის საფუძველზე საკრედიტო ისტორიას წელიწადში ერთხელ უფასოდ გაეცნონ. ხოლო თუ მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივი წვდომა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე, მაშინ ეს მომსახურება ფასიანია.

დღეს ბაზაში რეგისტრირებულია დაახლოებით 2 მლნ ფიზიკური და 56 ათასი იურიდიული პირი.

"საზოგადოება და ბანკები",  მარიამ აფრიდონიძე.



20.May.2019 18:00
119

TBC Bank Group will have its General Annual Meeting on June 24

More
13.May.2019 20:00
162

TBC announces that it has appointed Jyrki Koskelo as a Chairman of the TBC Bank Supervisory Board

More
13.May.2019 15:34
112

Strong loan book propels TBC Bank's quarterly profit

More
01.May.2019 00:14
247

Low Income, Migrant Outflows and Geopolitical Risks - Moody's Assessment of Georgia

More
26.Apr.2019 20:04
192

Issuance of Loans under 5000 GEL Falls by 154,965,000 GEL (27.5%)

More
24.Apr.2019 18:51
132

Finance Minister: No Need to Review New Bank Regulations

More