02.Mar .2016 15:27

"სოფლიდან" 2015 წლის საუკეთესო სტარტაპად დასახელდა

views 910
Back

"სოფლიდან" წლის საუკეთესო 2015 წლის საუკეთესო სტარტაპად დასახელდა. "სოფლიდან" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია სოფლის ჯანმრთელი პროდუქტი მიაწოდოს თბილისის მოსახლეობას. მომხმარებლი სახლიდან გაუსვლელად, კომპანიის საიტზე ახორციელებს სასურველი პროდუქტის შეკვეთას. პროდუქტი დაბრენდილია, ყველა მათგანს აქვს სტიკერი, ვადისა თუ დასახელების მიხედვით.

StartUp.ge-ს ინიციატივით, 2015 წელს შექმნილი სტარტაპების წახალისებისა და მათი ცნობადობის გაზრდის მიზნით 20 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით მცირე კონკურსი ჩატარდა. გამოკითხვაში 10 სტარტაპი იღებდა მონაწილეობას.

კონკურსის გამარჯვებული საიტზე განთავსებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა დღეში ერთი ხმა მიეცა თავისი რჩეული სტარტაპისათვის.