Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სოკარ ჯორჯია": არ ყოფილა მიზეზი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საკმარისი გაზის მოწოდებას ვერ შევძლებთ

569545a20564b
BM.GE
12.01.16 22:23
1111
"სოკარ ჯორჯიას" ხელმძღვანელი საქართველოსთვის გაზის მოწოდებაზე, ქართულ მედიასთან პირველ კომენტარს ტელეკომპანია "მაესტროსთან" აკეთებს. მაჰირ მამედოვი ამბობს, რომ საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და კომპანიას საკმარისი რესურსი აქვს მიწოდების გასაზრდელად.
 
"საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია. ამ პროგნოზებს ჩვენს გეგმაში ყოველთვის ვითვალისწინებთ, ამიტომ ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის. ზრდა წელიწადში 8-9%-ს გულისხმობს. თუ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ ვიღებთ. ჯერ არ ყოფილა არავითარი მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის გაზის საკმარისი ოდენობის მიწოდებას ვერ შევძლებთ. ასე რომ საქართველოს ბუნებრივი აირი გეგმის მიხედვით მიეწოდება. გვაქვს ორი გაზსადენი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი და შესაბამისად მიწოდებასაც ვზრდით", - განაცხადა მაჰირ მამედოვმა.