Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია დაარსდა - რა მიმართულებით იმუშავებს აკადემია?

BM.GE
30.05.23 15:04
56
საქართველოში, Fiabci Georgia-ს და Property Georgia-ს ინიციატივით, უძრავი ქონების საერთაშორისო აკადემია დაარსდა. როგორც Fiabci Georgia-ს და Property Georgia-ში განმარტავენ ასოციაცია 70-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და მთავარ ფოკუსს მშენებლობაში ინოვაციური, ახალი მწვანე მიდგომების დანერგვა წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევის გზაზე დაარსდა სწორედ აკადემია, რომლის მიზანიც, სექტორისთვის უძრავი ქონების მიმართულებით უწყვეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებაა, როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. კურსების აქტიურად ჩატარების მიზნით, აკადემია სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას განიხილავს.

სტუმარი: ლიკა ქარდავა - Fiabci Georgia-ს და Property Georgia-ს დამფუძნებელი;