29.Dec .2015 11:24

"ტარიფების ზრდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ პირობებში სხვაგვარად შეუძლებელია"

views 946
Back

ტარიფების ზრდის გარეშე სფეროში მოღვაწე ბიზნეს სუბიექტები ფუნქციონირებას შეწყვეტდნენ, - აღნიშნულის შესახებ, პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.
 
"ტარიფების ზრდა ძალიან სამწუხაროა მაგრამ ორი წლის განმავლობაში, 45 პროცენტიანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელია მარეგულირებელმა არ მიიღოს ამ ტიპის გადაწყვეტილება. ამ ტიპის გადაწყვეტილების გარეშე უბრალოდ ფუნქციონირებას შეწყვეტენ ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.